მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაეხმარება თუ არა საქართველოს შიდა ტურიზმს საზღვარგარეთ შეზღუდული მოგზაურობა?

5eef096282c12
თელარა გელანტია
21.06.20 11:44
2883
Galt&Taggart-ის ახალ კვლევის - „ტურიზმის გამოწვევები 2020 წლის II ნახევარში“ თანახმად, შიდა ტურიზმს დაეხმარება ის ფაქტი, რომ ქართველების საზღვარგარეთ მოგზაურობა შეზღუდული იქნება.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2019 წელს ქართველმა ტურისტებმა საზღვარგარეთ 2.1 მლრდ ლარი დახარჯეს.

ირკვევა, რომ საზღვარგარეთ მოგზაურობისას ქართველებმა ყველაზე მეტი ფული (32.6%) საკვებსa და სასმელზე დახარჯეს; 31.4% მოდის შოპინგზე, 18.3% კი - განთავსების საშუალებებზე.

Galt&Taggart-ის დოკუმენტში, ასევე, საუბარია სასტუმროების მოლოდინებზე შიდა ტურიზმთან დაკავშირებით. როგორც კვლევა აჩვენებს, სასტუმროები დიდ მოლოდინს არ ამყარებენ შიდა ტურიზმზე, განსაკუთრებით თბილისში.

კვლევის თანახმადვე, მსოფლიოში ტურისტების რაოდენობა წელს - 58%-ით, საქართველოში კი, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 65%-ით შემცირდება. შედეგად, საქართველოს რამდენიმე რეგიონი ყველაზე მეტად დაზარალდება.

„ჩვენი საბაზისო სცენარით საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა საქართველოში 65%-ით შემცირდება და დაახლოებით, იგივე მოცულობით შემცირდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც. ყველაზე დიდი ზიანი ტურისტული ზონებიდან მიადგება აჭარას, მცხეთა-მთიანეთს და თბილისს.  კვლევის პროცესში გამოვკითხეთ სასტუმროები და მათი მოლოდინებიც პესიმისტურია. ისინი ხანგრძლივი კრიზისისთვის ემზადებიან და განახლებულ სტრატეგიას ამზადებენ, სადაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება შიდა ტურიზმი, როგორც კრიზისის შემსუბუქების ერთ-ერთი საშუალება, რადგან ნაწილობრივი ხარჯები, რასაც ქართველები უცხოეთში ხარჯავდნენ შიდა ტურიზმს მოხმარდება“, - აცხადებს ორგანიზაციის უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი.