„რაც ხდება გლობალურ სასაქონლო ბაზრებზე, მეტწილად საქართველოს ბაზარზეც აისახება ხოლმე“-ამის შესახებ BM.GE-ს Galt&Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსმა, კახა სამყურაშვილმა განუცხდა.
მისი ინფორმაციით, Galt&Taggart კვლევას „გლობალური სასაქონლო ბაზრების მიმოხილვას“ წარმოადგენს, სადაც მიმოხილული იქნება მოლოდინები საქართველოს ეკონომიკაზე.
„წარმოუდგენელია ნედლეულის ბაზარი მიმოვიხილოთ იმ კონტექტსის გათვალისწინების გარეშე, რასაც გლობალური, პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური პროცესები ქმნის. შესაბამისად, პრეზენტაციის განმავლობაში ჩვენ მიმოვიხილავთ როგორც წითელი ზღვის კრიზისის ეფექტებს, ასევე ისრაელ-ჰამასის ომის ეფექტს, ნავთობის გლობალურ ფასებზე და შესაბამისად, ამ ჭრილში რეგიონზე გავლენების ნაწილში ვისაუბრებთ.
გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასის ცვლილება, საქართველოში ნავთობ პროდუქტების ფასზე გავლენას ახდენს, შესაბამისად, ის თუ რა იქნება 2024 წელს, ამას განსაზღვრავს ის, თუ როგორ შეიცვლება ნავთობპროდუქტების, კერძოდ ბენზინისა და დიზელის ფასები ავტოგასამართ სადგურებზე. იგივე შეიძლება ითქვას ბუნებრივი აიერების შემთხვევაშიც. ბოლო ორი წელი ევროკავშირში ფაქტობრივად კრიზისი იყო და ბუნებრივი აირის ფასებში დიდი მერყეობა იყო, თუმცა დღეს უკვე სიტუაცია დასტაბილურებულია და საინტერესოა ამ ყველაფრის ეფექტები საქართველოს ეკონომიკაზე.
თუ საქართველოში მაგალითად პირდაპირი ეფექტები შედარებით მცირეა, რადგან ჩვენ ნაკლებ კორალაციაში ვართ საერთაშორისო ბაზრის ფასებთან, რაც გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან ვიღებთ, მაინც საკმაოდ დიდი ეფექტი ჰქონდა თუნდაც ბუნებრივი აირის მერყეობას. მაგალითად, ბუნებრივი აირის გაძვირებამ სასუქებზე ფასის ზრდა გამოიწვია, რომელზეც მთავარი კომპონენტი წარმოების პროცესში არის ბუნებრივი აირი. მაგალითად, 2022 წელს სასუქების ექსპორტის ღირებულება იყო გაორმაგებული, ხოლო 2023 წელს იყო შემცირებული, რადგან საერთაშორისო ბაზრებზეც გასები შემცირდა,“-განაცხადა სამყურაშვილმა.
რაც შეეხება სასუქების ნაწილში, ცენტრალური აზიიდან ტრანზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს და ქართული პორტების გავლით, ყაზახური, უზბეკური და თურქმენული სასუქების ექსპორტის თვალსაზრისით.
მისი თქმით, იმისდა მიუხედავად, რომ ქვეყნის ბუნებრივი აირის ფასზე პირდაპირი ეფექტი შეიძლება არ ჰქონია, არაპირდაპირი ეფექტები ჰქონდა.