მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2027-2028 სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა რაოდენობის 647 ათასამდე ზრდას ველოდებით - G&T

64ae9e00c7438
ინგა მურუსიძე
12.07.23 23:31
512
2022-2023 სასწავლო წლებში საქართველოს სკოლებში 633.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა. Galt and Taggart-ის მკვლევარები ელოდებიან, რომ 2027-2028 წლებისთვის ეს მაჩვენებელი 647.3 ათასამდე ავა.

კვლევის თანახმად, 2021-2022 სასწავლო წლებში ეს მაჩვენებელი 625 ათასი მოსწავლე იყო, 2019-2020 წლებში - 593 ათასი და ა.შ.

„საქართველომ თითქმის სრულ დასწრებას მიაღწია სკოლებში, 95%-ზე მეტი ჩარიცხვის წმინდა მაჩვენებლით. სკოლის ასაკის მოსახლეობა მცირდებოდა 2013 წლამდე, მაგრამ მას შემდეგ აღმავალი ტენდენციაა, რაც გაუმჯობესებული დემოგრაფიული ტენდენციებით აიხსნება.

საქართველოში სკოლებში 633.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა 2022-23 წლების მონაცემებით. ჩვენ ველოდებით ზრდას 647.3 ათას მოსწავლემდე 2027/28 სასწავლო წლისთვის, რაც განპირობებულია ახალშობილთა რაოდენობის ზრდით 2014-18 წლებში“, - ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.

ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ მოსწავლეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა დიდ ქალაქებში: ბათუმში, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები