19.ნოემბერი .2021 09:26

დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
views 538
უკან

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მიესალმებიან სახალხო დამცველის მიერ სამედიცინო ჯგუფის შექმნას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად, ასევე მოუსმინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას პირველი ოქტომბრიდან, რაც ის დააკავეს.

მივესალმებით საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაწეულ საზედამხედველო სამუშაოს, რაც გულისხმობს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ციხის საავადმყოფოში სამედიცინო აღჭურვილობის მდგომარეობის შეფასების მიზნით, დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის ჩამოყალიბებას;

დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, ასევე მოუსმინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სააკაშვილის სათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც გულისხმობს შესაძლებლობას, პირადად დაესწროს სასამართლო პროცესებს", - აღნიშნულია განცხადებაში.