მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობის ქმედებებმა ძირეულად შეცვალა მისი აშშ-სთან ურთიერთობები - მეთიუ მილერი

მეთიუ მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი ამბობს, რომ აშშ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერას აგრძელებს.

მილერმა ბრიფინგზე საქართველოს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ სწორედ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა შეცვალა ფუნდამენტურად მისი აშშ-სთან და ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობები.

ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობამ სხვა გზა აირჩია და სხვა მიმართულებით წავიდა. როგორც ვნახეთ, საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისგან აშორებს. როგორც იცით და ისაუბრეთ კანონზე, რომელიც მათ მიიღეს და ეფექტებზე, რომლებიც მას შეუძლია ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოებაზე და შეუძლია მთავრობას ზეწოლის საშუალება მისცეს კანონიერ დემოკრატიულ უფლებებზე.

ასე რომ, სწორედ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა ძირეულად შეცვალა მისი აშშ-სთან ურთიერთობები და არა მხოლოდ აშშ-სთან, ევროპის ქვეყნებთანაც”, - განაცხადა მილერმა.

მას ასევე ჰკითხეს, ხომ არაა რაიმე სიახლე სავიზო სანქციების მეორე ტრანშთან დაკავშირებით, რაზეც მილერმა აღნიშნა, რომ სიახლე არაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები