მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დაკეტილია მოთხოვნადი ტურისტული ატრაქციები - მღვიმეები, კანიონები“ - ახალგაზრდა გიდების განცხადება

60a2431dcbe72
ვიქტორია მღებრიშვილი
17.05.21 15:40
1704
საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც მთავრობას მოთხოვნადი ტურისტული ადგილების - მღვიმეების და კანიონების გახსნას სთხოვს.

BM.GE ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, დაკეტილია ყველაზე მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი ტურისტული ატრაქციები - მღვიმეები და კანიონები (პრომეთეს მღვიმე, სათაფლიის მღვიმე, ნავენახევის მღვიმე,მ არტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, კინჩხის კანიონი).

ისედაც, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი წყალტუბოს, ხონისა და მარტვილის მოსახლეობა, ამ დრომდე ელოდება მათი ძირითადი შემოსავლის წყაროს გახსნას და ტურისტების მასპინძლობას.

გამომდინარე შექმნილი მდგომარეობიდან , ჩვენი ასოციაცია - სრულ მხარდაჭერას უცხადებს ტურიზმის ინდუსტრიის მიერ გაჟღერებულ მთავარ მოთხოვნებს:

– დროულად გაიხსნას ზემოთ ჩამოთვლილი ტურისტული ობიექტები ;
– სრულად მოიხსნას კომენდატის საათი ;
– დაჩქარდეს, ტურიზმის ინდუსტრიის ნებაყოფლობითი ვაქცინაცია ;“, - წერია ახალგაზრდა გიდების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც BM.GE-ის აპრილის ბოლოს დაცული ტერიტორიების სააგენტოდან აცნობეს, იმ პერიოდისთვის საქართველოში 5 დაცული ტერიტორია დახურული იყო. BM.GE-მ სააგენტოს დღესაც მიმართა კითხვით, როდის გაიხსნება კანიონები და მღვიმეები, თუმცა უწყებაში განაცხადეს, რომ დეტალები ჯერ არ იციან. 

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დღეიდან ტურიზმის გააქტიურებისა და მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად 23:00 საათზე ამოქმედდება.