მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამაბნეველი წერილი, რომელიც საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სადაზღვევო კომპანიებს გაუგზავნა

62ecd9f2c18e0
თელარა გელანტია
05.08.22 13:48
1327
18-მა სადაზღვევო კომპანიამ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისგან წერილი მიიღო, რომლითაც ცენტრი კომპანიებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურებას სთავაზობს. წერილში, რომელიც ბიზნესს დაეგზავნა, მითითებულია ფასები, რისი გადახდაც სადაზღვევო კომპანიებს ცენტრისთვის მოუწევთ, თუ 112-ის შეთავაზებას მიიღებენ.

BMG აღნიშნულ წერილს უცვლელად გთავაზობთ და პარალელურად, ვცდილობთ, კერძო სექტორის შეფასებები მოვისმინოთ, რადგან სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიაში აღნიშნული წერილის შინაარსი განსხვავებულად გაიგეს - ნაწილის აზრით, შესაძლოა, მოქალაქეების გარკვეული ჯგუფისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება ფასიანი გახდეს ან კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეებისთვის სერვისი გაძვირდეს, თუმცა ნაწილი ასეთ რისკს ვერ ხედავს. 

ასევე ველოდებით განმარტებას ჯანდაცვის სამინისტროსგან.

წერილი, რომელიც 18-მა სადაზღვევო კომპანიამ მიიღო: 


"ცენტრი გთავაზობთ მომსახურების გაწევას წინამდებარე წერილით გათვალისწინებული ანაზღურების სანაცვლოდ და გამოთქვამს მზადყოფნას, თქვენი ან თქვენი დაზღვეულების მოთხოვნის საფუძველზე გაგიწიოთ მომსახურება. მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვროს შემდეგნაირად:

1. ფიზიკური/იურიდიული პირისთვის პაციენტის ტრანსპორტირების/სამედიცინო მომსახურების გაწევის საფასური 25 კმ-ის (25 კმ-ის ჩათვლით) მანძილზე - 60 (სამოცი) ლარით;

2. ფიზიკური/იურიდიული პირისთვის პაციენტის ტრანსპორტირების/სამედიცინო მომსახურების გაწევის საფასური 25 კმ-ზე მეტ მანძილზე - ყოველ ერთ კილომეტრზე 2.50 (ორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარით;

3. კილომეტრაჟი აითვლება მომსახურების განხორციელების საწყისი წერტილიდან მომსახურების დასრულების წერტილამდე;

4. ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილით, ცენტრის სამედიცინო დახმარების ბრიგადის, დაყოვნების (ლოდინის) საფასური ფიზიკური/იურიდიული პირისთვის განისაზღვროს შემდეგნაირად: 4.1. პაციენტის ტრანსპორტირებისას დაყოვნების (ლოდინის) ყოველი ერთი საათი - 100 (ასი) ლარი. დაყოვნების (ლოდინის) ათვლა განხორციელდეს დაყოვნების მეორე საათიდან; 4.2. სპორტულ, კულტურულ ან სხვა სახის ღონისძიებაზე დასწრებისას, ასევე სხვა ნებისმიერი შემთხვევისას დაყოვნების (ლოდინის) ყოველი ერთი საათი - 100 (ასი ) ლარი. დაყოვნების (ლოდინის) ათვლა განხორციელდეს დაყოვნების პირველივე საათიდან. სამედიცინო ბრიგადის დაყოვნების (ლოდინის) საფასური მოიცავს საჭიროების შემთხვევაში იმავე რაიონში განხორციელებული ტრანსპორტირების საფასურსაც;

5. ცენტრის რეანიმობილით, ცენტრის სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვროს შემდეგნაირად:

5.1. ფიზიკური/იურიდიული პირისთვის პაციენტის ტრანსპორტირების სამედიცინო მომსახურების გაწევის საფასური 35 კმ-ის (35 კმ-ის ჩათვლით) მანძილზე - 100 (ასი) ლარი;

5.2. ფიზიკური/იურიდიული პირისთვის პაციენტის ტრანსპორტირების სამედიცინო მომსახურების გაწევის საფასური 35-კმ-ზე მეტ მანძილზე - ყოველ დამატებით განვლილ 1 (ერთი) კილომეტრზე, საწყის საფასურს (100 ლარს) დამატებული 2.80 (ორი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარი;

5.3. რეანიმობილით მომსახურების მანძილის ათვლა დაიწყოს რეანიმობილით მომსახურების განხორციელების საწყისი წერტილიდან მომსახურების დასრულების წერტილამდე, გავლილი კილომეტრაჟის მიხედვით;

5.4. ცენტრის რეანიმობილით, ცენტრის სამედიცინო დახმარების ბრიგადის დაყოვნების (ლოდინის) საფასური ფიზიკური/იურიდიული პირისთვის განისაზღვროს შემდეგნაირად: 5.4.1. პაციენტის ტრანსპორტირებისას დაყოვნების (ლოდინის) ყოველი ერთი საათი - 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი. რეანიმობილით სამედიცინო ბრიგადის დაყოვნების (ლოდინის) ათვლა განხორციელდეს დაყოვნების მეორე საათიდან; 5.4.2. სპორტულ, კულტურულ ან სხვა სახის ღონისძიებაზე დასწრებისას, ასევე სხვა ნებისმიერი შემთხვევისას დაყოვნების (ლოდინის) ყოველი ერთი საათი - 150 (ასორმოცდაათი) ლარი. რეანიმობილით დაყოვნების (ლოდინის) ათვლა განხორციელდეს დაყოვნების პირველივე საათიდან. რეანიმობილით დაყოვნების (ლოდინის) საფასური მოიცავს, საჭიროების შემთხვევაში იმავე რაიონში განხორციელებული ტრანსპორტირების საფასურს. სხვა რაიონში ტრანსპორტირების განხორციელების საჭიროებისას, რეანიმობილის დაყოვნების (ლოდინის) საფასურს ემატება პაციენტის ტრანსპორტირების საფასური, კილომეტრაჟის გათვალისწინებით.

6. ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილით/რეანიმობილით, ცენტრის სამედიცინო ბრიგადის დაყოვნების (ლოდინის) ჯამური საფასურის განსაზღვრის მიზნებისთვის მოქმედებს დაანგარიშების შემდეგი წესი: ერთ საათზე ნაკლები დაყოვნების (ლოდინის) პერიოდი მრგვალდება ერთ საათამდე; ერთი საათის შემდეგ, ყოველ ნახევარ საათზე ნაკლები დაყოვნების (ლოდინის) პერიოდი მრგვალდება ნახევარ საათამდე, ხოლო ნახევარ საათზე მეტი დაყოვნების(ლოდინის) პერიოდი მრგვალდება სრულ საათამდე; სამედიცინო ბრიგადის დაყოვნების (ლოდინის) ნახევარი საათის საფასური განისაზღვრება სამედიცინო ბრიგადის დაყოვნების (ლოდინის) ყოველი ერთი საათისათვის დადგენილი შესაბამისი საფასურის 50%-ით. მითითებული პირობები ვრცელდება ცენტრის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გასაწევი მომსახურებების მიმართ. ცენტრი გამოთქვამს მზადყოფნას თქვენი ან თქვენი დაზღვეულის ზეპირსიტყვიერი ან წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გაგიწიოთ ხარისხიანი და ეფექტური მომსახურება”, - ნათქვამია წერილში.