მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გეგმავს ეკონომიკის სამინისტრო სადაზღვევო სექტორის განვითარებისთვის?

6418aa4762dde
ნინო ტაბატაძე
20.03.23 23:17
679

სადაზღვევო პოლიტიკის შემუშავებაში ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად ერთვება.

ამ კუთხით აქტივობას ეკონომიკის სამინისტროს „კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტი“ განახორციელებს, რომელიც 17 მარტის ბრძანებით „კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა  და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის“ სახელით გააგრძელებს საქმიანობას.

დეპარტამენტის ფუნქციებში შევა: სადაზღვევო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, სადაზღვევო სექტორის განვითარების პოლიტიკის შემუშავება, სადაზღვევო სექტორის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაში მონაწილეობა, სადაზღვევო სექტორის პრობლემებისა და განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენა, სადაზღვევო სექტორის ანალიზი და  სექტორის მონაწილეებთან და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან კოორდინაცია, შეხვედრების ორგანიზება პრობლემებისა და საჭიროების გამოვლენის მიზნით.

როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, სადაზღვევო სექტორი საფინანსო სექტორისგან ერთგვარად გაიმიჯნა და განსხვავებით ბანკებისგან მზღვეველებზე მოგების გადასახადის ესტონური მოდელი გავრცელდება. ამასთან, 2022 წლის 5 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ მთავრობა სადაზღვევო სექტორის განვითარების ხელშეწყობას გეგმავს.

„სადაზღვევო სექტორისთვის ესტონური მოდელის ამოქმედება ერთი წლით არის გადადებული, სადაზღვევო კომპანიებისთვის ეს მოდელი იმუშავებს, რადგან დღეს ეს სექტორი საკმაოდ შორს არის იმ წარმატებებისგან, ამ სექტორს ჯერ კიდევ განვითარების გზა აქვს გასავლელი, რაზეც მიდის მუშაობა, ამაზე მუშაობს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური, ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია მზღვეველთა ასოციაციასთან, ზედამხედველობის სამსახურთან, ჩვენი სამინისტრო პროაქტიურად, სექტორის ჩამოყალიბებას სექტორის განვითარებას დაეხმაროს. ამ ფუნქციებს ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად ითავსებს და ამაზე მუშაობა გვექნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები