მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დამცინავია ის, რომ გაფრთხილების გარეშე გავიგეთ გაზის გაძვირების შესახებ” - სასტუმრო

5fd2506a19eb2
ანუკა ჯოხაძე
10.12.20 21:49
826
“დამცინავია ის რომ გაფრთხილების გარეშე გავიგეთ გაზის გაძვირების შესახებ”- ასე აფასებს სასტუმრო “კოსტეს” დამფუძნებელი "თბილისი ენერჯის" გადაწყვეტილებას 2021 წლიდან კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით.

თამარ ბარდავაძე ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო და სექტორებთან საკითხზე შესაბამისი კომუნიკაცია არ ყოფილა. ბაღდავაძის თქმით, სასტუმრო სექტორი ფასებს მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ გაზრდის, იმიტომ რომ მათ მომსახურებაზე მოთხოვნა ისედაც არაა, თუმცა "კოსტეს" დამფუძნებელი გრძელვადიან პერიოდში ბაზარზე ფასების ზრდას არ გამორიცხავს.

“დამცინავია ის, რომ გაფრთხილებისა და შეთანხმების გარეშე გავიგეთ, რომ თითქმის 24 თეთრით გვეზრდება გაზის გადასახადი. აუცილებლად აისახება ჩვენს საქმიანობაზე გაზის ტარიფის ზრდა, იმიტომ რომ სასტუმროებს გაზის ისედაც ძალიან დიდი გადასახადი უწევს, ვგულისხმობ ოთახების გათბობას. რაც შეეხება მომხმარებლისთვის ფასის გაზრდას, ამ მიმართულებით ბიზნესი ვერ გააძვირებს მომსახურებას. ეს კი იმიტომ, რომ ტურისტი არ არსებობს ქვეყანაში და არც მოლოდინები გვაქვს, რომ მომავალი წლის გაზაფხულამდე რამე შეიცვლება", - ამბობს სასტუმრო "კოსტეს" დამფუძნებლი თამარ ბაღდავაძე.

ცნობისთვის, 2021 წლის 3 იანვრიდან, თბილისში კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი გაზი ძვირდება, გამონაკლისი პურის საწარმოებია. სხვა ყველა შემთვევაში კი, თუ დღეს კომპანიები ერთ კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრს იხდიან, შემდეგი წლიდან 24 თეთრით ძვირის გადახდა მოუწევთ - ტარიფი ლარი და 10 თეთრი ხდება.