მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარწმუნებული ვარ, მალე მივიღებთ დადებით შედეგს - კალაძე "ცენტრ პოინტის" მენაშენეებზე

5ef3020f3f0a8
ვიქტორია მღებრიშვილი
24.06.20 11:35
919
"სვეტისა" და "ოლიმპიური ვარსკვლავის" შემდეგ თბილისის მერია "ცენტ პოინტის" დაზარალებული მენაშენეების საკითხზე მუშაობს - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მერმა აღნიშნა, გუშინ სამშენებლო კომპანია "m2 უძრავ ქონებასა" და თბილისის მერიას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც "ოლიმპიური ვარსკვლავის" 400-მდე დაზარალებული მენაშენის ბინების მშენებლობის დასრულებას გულისხმობს. მანამდე კი კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ანალოგიური პრობლემა კომპანია "სვეტის" 2 500-მდე მენაშენეს იმავე დეველოპერთან - "m2"-თან თანამშრომლობით მოუგვარდა.

თბილისის მერის თქმით, "ცენტრ პოინტის" შემთხვევაში საუბარი 6 500 მენაშენეზეა.

"ჩვენ ვაგრძელებთ ანალოგიურ მიდგომასა და დამოკიდებულებას სხვა დაზარალებული ოჯახების მიმართ, როგორიც არის მაგალითად სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებული ოჯახები და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე აქაც მივიღებთ დადებით შედეგს და 6 500-ზე მეტი ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. ამ პროცესებს პირადად ჩემი მოადგილე ილია ელოშვილი ხელმძღვანელობს ყოველდღიურ რეჟმში და მჯერა, რომ ძალიან მალე "ცენტრ პოინტის" დაზარალებულ ოჯახებს ძალიან მალე გავაბედნიერებთ. ეს იყო ჩვენი დაპირება და ჩვენ ჩვენს დაპირებებს ვასრულებთ და ეტაპობრივად მივყვებით ამ პროცესებს", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, კახა კალაძემ "ცენტ პოინტის" საკითხზე დეველოპერებს ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში და 2020 წლის დასაწყისში შეხვდა და სამშენებლო სექტორს პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა.