მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია „ვეფხი და მოყმის ესტაკადის“ პროექტის ხარჯებს თავიდან ითვლის

647854eff332f
ვიქტორია მღებრიშვილი
01.06.23 12:26
10304
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ვეფხი და მოყმის ესტაკადის“ პროექტთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია და მის ხარჯებს მერია თავიდან ითვლის, რათა გადაწყვიტოს რამდენად სწორი იქნება ამ პროექტის განხორციელება. ამის შესახებ მერმა მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის გახსნისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვეფხი და მოყმის ხიდის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. ასევე დაწყებულია პროექტირება და მუშაობა მარშალ გელოვანის სრული რეაბილიტაციისთვის, ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო ახალი ხიდის მშენებლობაც, რომელიც ვეფხი და მოყმის ტერიტორიას დააკავშირებდა სამტრედიის ქუჩასთან. ამასთან დაკავშირებით თავიდან დათვლა მიმდინარეობს, რამდენად სწორი იქნება ამ პროექტის განხორციელება და გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში მივაწვდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ: „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო. მოგვიანებით, 2019 წელს, უკვე თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ეს კვანძი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა პანდემიის პერიოდში 2020 წლის ივნისში კალაძემ განაცხადა, რომ პროექტი ჯერჯერობით აღარ აშენდებოდა, თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ პროექტი საერთოდ არ განხორციელდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები