მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დასაკარგი დრო არ გვაქვს“ - ევროკომისარი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე

63736d4ab23f0
ვიქტორია მღებრიშვილი
15.11.22 14:41
466
„დასაკარგი დრო არ გვაქვს, ევროკომისიის მხრიდან, მზად ვართ თქვენთან ვიმუშაოთ და დაგეხმაროთ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ხელი შეგიწყოთ“, - ეს განცხადება საქართველოში ვიზიტად მყოფმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, რაც უფრო სწრაფად შეასრულებს ქვეყანა ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა საჭირო, მით უფრო სწრაფად მიიღებს ქართველი ხალხი ეკონომიკურ სარგებელს, რომელიც ევროპიდან მოემართება.

„რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო 12 რეკომენდაციას, მით უფრო სწრაფად წაიწევს წინ ევროპისკენ გზაზე. მინდა ძლიერი აქცენტი გავაკეთო შემდეგზე - რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო ამ დათქმებს, მით უფრო სწრაფად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ სარგებელს, რომელიც თქვენკენ კანდიდატის სტატუსის მიღების საფუძველზე მოდის და მყისიერად მიხვდება ქვეყანა ეკონომიკური გააქტიურების, ადგილობრივი სამუშაო ძალისა და სოციალური სტაბილურობის ძალით. ამიტომ დასაკარგი დრო არ გვაქვს, ევროკომისიის მხრიდან, მზად ვართ თქვენთან ვიმუშაოთ და დაგეხმაროთ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ხელი შეგიწყოთ, რადგან საქართველომ მკაფიოდ გვაჩვენა მისი სურვილი და განზრახვა, როცა გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთა და ბევრად ადრე მისი ერთგულება ევროპული გზის მიმართ რამდენიმე ათწლეულის წინანდელია, ეს ხაზი მკაფიოდ ჩანდა და განსაკუთრებით გამოიკვეთა დამოუკიდებლობის პერიოდში. ამიტომ ამ მიმართულებით თქვენთან ერთად სამუშაოდ მზად ვართ“, - განაცხადა ვარჰეიმ.