2020 წელი დასაქმების სააგენტომ კოვიდის შედეგებზე რეაგირების პროცესში გაატარა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაიამ ჯანდაცვის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბარკალაიას თქმით, ძალიან რთული პერიოდი დაემთხვა დასაქმების სააგენტოს სსიპ-ად რეგისტრაციას, რადგან ორ თვეში დაიწყო კოვიდი და შესაბამისად, კოვიდის შემდგომი შედეგებიც, მათ შორის სამუშაო ადგილების, ან ბიზნესების საქმიანობის დროებითი შეჩერება.
„აქედან გამომდინარე, 2020 წლის დიდი ნაწილი დასაქმების სააგენტომ კოვიდის შემდგომ შედეგებზე რეაგირების პროცესში გაატარა, დროებით დასაქმებულებისთვის კომპენსაციების გაცემას სწორედ დასაქმების სააგენტო ახორციელებდა, როგორც 2020 წელს, ისე წელსაც“, - განაცხადა ბარკალაიამ.
მან სტატისტიკურ მაჩვენებლებზეც ისაუბრა:
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში 2020 წელს უმუშევრად დარჩენილობის 200 ლარიანი კომპენსაცია 162 771-მა პირმა მიიღო, ხოლო ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია მიიღო 370 ათასმა თვითდასაქმებულმა.
2021 წელს უმუშევრად დარჩენილთათვის 200 ლარიანი კომპენსაცია 158 255 პირზე გაიცა, ხოლო 300 ლარიანი კომპენსაციების გაცემა შეწყდა, თუმცა დახმარება მიიღო 1 233-მა მოქალაქემ, რომელსაც 2020 წელს დოკუმენტებში ხარვეზები დაუფიქსირდა.
„წელს დასაქმების სააგენტო ამუშავდა სხვა მხრივაც, რომ მოქალაქეებს მიაწოდოს დასაქმების პროგრამები, დაიწყო მომზადებისა და გადამზადების პროგრამები, ამოქმედდა ტრენინგების პროგრამა კომპეტენციებში, რაც ნიშნავს ისეთ ენებში გადამზადებას, რაც ბაზარზე მნიშვნელოვანია. 600-მდე მოქალაქეა ჩართული ამ პროცესში.
ჩვენი ინტერესი არის, სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებლებთან კომუნიკაცია, რომ რაც შეიძლება მეტი ვაკანსია მოგვაწოდონ, 700-მდე დამსაქმებელი თანამშრომლობს აქტიურად დასაქმების სააგენტოსთან და 800-მდე ვაკანსია მიაწოდეს დასაქმების სააგენტოს. კომპეტენციის უნარები არ შეესაბამება ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს და საჭიროა დამატებითი მომზადება სამუშაოს მაძიებლებთან“, - განაცხადა ბარკალაიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას