მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასრულდება თუ არა ჭავჭავაძის რეაბილიატაცია დროულად? - კალაძეს პროგნოზი უჭირს

5ea584371e6ce
სალომე მეცხვარიშვილი
26.04.20 16:50
1006
თბილისის მერს კახი კალაძეს უჭირს დაზუსტებით თქმა, დასრულდება თუ არა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია მაისში, როგორც ეს მანამდე იყო დაგეგმილი. ასე პასუხსობს ის bm.ge-ს შესაბამის შეკითხვას.

“ისეთი ტემპი ვერ არის საშენებლო ობიექტებზე, როგორიც იყო აქამდე. იცით, რომ მთელი ქვეყანა საგანგებო მდგომარეობაში იმყოფება და გარკვეული შეზღუდვები და პრობლემები ჩვენს კონტრაქტორებსაც ექმნებათ, თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობთ, არ გაჩერდეს სამუშაოები. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”,- აცხადებს კალაძე.

ამჟამად ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპი მიმდინარეობს.

მეოთხე ეტაპის სამუშაოები ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებული საგზაო მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები: სანიაღვრე, წყლისა და წყალარინების ქსელები და გაზსადენი, ამის შემდეგ კი, ასფალტის საფარის ქვედა ფენა დაიგება. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია დაახლოებით, ორი თვე გაგრძელდება. საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. სარეაბილიტაციო არეალი ჯამში, 2.5 კილომეტრს მოიცავს.