მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით გზირიშვილი: არ მაქვს განცდა, რომ ფონს გავედით

5eb459a81f7dd
თელარა გელანტია
07.05.20 23:20
1925
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების სპეციალისტ დავით გზირიშვილის აზრით, ეპიდემიასთან თანაცხოვრებისთვის უნდა მოვემზადოთ.

ამის შესახებ გზირიშვილმა Forbes Talks-ში განაცხადა.

„არ მაქვს განცდა, რომ ფონს გავედით. ჩვენ კიდევ გვექნება დრო თუ რაღაც არ გვაქვს სათანადოდ მომზადებული, ახლა მოვამზადოთ ამ ეპიდემიასთან თანაცხოვრებისთვის, არა დიდი გალავნის იქეთ, არამედ რეალურად შევხვდეთ ერთმანეთს და ვისწავლოთ და გავუმკლავდეთ; მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ იდეალური იქნებოდა, თუ ამ დროს გამოინახებოდა ადამიანური რესურსები, ვინც იფიქრებდა იმაზე, ეს ძლიერი რყევა როგორ შეიძლება გამოვიყენოთ სტრუქტურული ცვლილებებისთვის, თუნდაც იგივე ეკონომიკის სტრუქტურის შესაცვლელად, რადგან მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომელიც თვლის, რომ ტურიზმი არის ეკონომიკაში განმსაზღვრელი და არა - სხვა სექტორები. მე მიმაჩნია, რომ ეს სამწუხარო ფაქტია“, - თქვა გზირიშვილმა, რასაც საუბრის მოდერატორის გიორგი ისაკაძის კითხვა-რეპლიკა მოჰყვა: „სხვა სექტორები-ც ტურიზმთან ერთად, არა?“

„მე ვამბობ იმას, რომ როდესაც ტურიზმზეა ასე დამოკიდებული ქვეყანა და მისი საზოგადოების კეთილდღეობა, ეს ძალიან დასანანია. მე არ ვიცი, მაგალითად, ქიმიური წარმოება საფრანგეთში რამდენად შენელდა პროცენტულად, რადგან ლოგიკურად ასეთი სფეროების მგრძნობელობა ეპიდემიასთან ნაკლებია, ის აგრძელებს მუშაობას. ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ტურიზმი ქვეყანას ვერ ააყვავებს. ამ დასკვნებს გამოვიტანთ თუ არ გამოვიტანთ, ისევ დამოკიდებულია იმაზე, რომ კი იქნებიან ადამიანები ვინც ამაზე იმუშავებს, დაწერს, მაგრამ მერე ვინმე ასახავს ამას გეგმაში თუ - არა, მეეჭვება“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: დავით გზირიშვილთან ერთად „Forbes Talks"-ის სტუმარი საერთაშორისო ფონდ Curatio-ს პრეზიდენტის გიორგი გოცაძე იყო.