მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით იაკობაშვილი: ერთდროულად სხვადასხვა ბიზნესში უნდა იყო, რომ ყოველთვის გქონდეს ბალანსი

5eb70e65bb77b
თამთა ჯიჯავაძე
10.05.20 00:10
1818
"ძალიან ბევრ წრეში და ბევრ კომპანიაში ვმუშაობდი. ერთბაშად მქონდა ბევრი და სხვადასხვა ბიზნესი. ამიტომაც გამორჩევა ძალიან ძნელია, – ამის შესახებ ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა მისთვის გამორჩეულ ბიზნეს გარიგებას.

„იყო ბიზნესები, რომლებიც საინტერესო და ძალიან მომგებიანი, ზოგი ბიზნესი იყო საინტერესო, მაგრამ ნაკლებად მომგებიანი, ზოგ ბიზნესში კი დაკარგული იყო ყველაფერი... ერთდროულად სხვადასხვა ბიზნესში უნდა იყო, რომ ყოველთვის გქონდეს ბალანსი.. თუ ერთი არ გაამართლებს, მეორე გაამართლებს, ან მესამე. თუ მხოლოდ ერთ ბიზნესში მოღვაწეობ, ყოველთვის რისკია რომ ამას დაკარგავ და დაიკარგება ყველაფერი. მეორე შანსი არ გაქვს“, – განაცხადა დავით იაკობაშვილმა.

მისივე თქმით, მასთან ერთად ბიზნეს საქმიანობაში თავისი ვაჟი ჩართულია. თუმცა, თავად ყველაფერში აქტიურად მონაწილეობს.

„ყველა მეკითხება, მირეკავენ. სულ კავშირზე ვარ ყველასთან. იმდენი ენერგია შეიძლება არ მაქვს, როგორც მქონდა ადრე... გამოცდილება მაქვს და ბევრი რაღაც შევისწავლე ამ ხნის განმავლობაში. ბევრი შეცდომაც დავუშვი, შეცდომებზეც სწავლობს ადამიანი.. ცდილობ, რომ ასწავლო ხალხს და რაღაც აუხსნა, შეიძლება ხანდახან არ გიგებს ხალხი, მაგრამ ერთხელ, მეორეჯერ, მესამეჯერ იტყვი და უკვე ისწავლიან და მოგისმენენ და აღარ დაუშვებენ იმ შეცდომებს, რომელიც მე მაქვს დაშვებული“, – განაცხადა დავით იაკობაშვილმა.

შეგახსენებთ, მულტიმილიონერი ქართველი ბიზნესმენი 2003 წლის შემდეგ მონაკოში ცხოვრობს. მისი ქონება ქონება Forbes-ის მიხედვით, 2020 წლის მდგომარეობით, 750 მილიონ დოლარს შეადგენს. ის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენებს შორის ქონების სიდიდის მიხედვით 136-ე ადგილზეა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მას რუსეთში ძირითადად სოციალური პროექტები აქვს, მათ შორის მუზეუმი Собрание, სადაც წარმოდგენილია ანტიკვარული საათები, მუსიკალური ინსტრუმენტები და ა.შ. ასევე ინვესტიციები აქვს ჩადებული სხვადასხვა რუსულ კომპანიაში. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ იაკობაშვილის ქონება 2014 წელს 1,2 მლრდ დოლარი იყო, რა დროსაც ის ქართული Forbes-ის ყდაზეც მოხვდა როგორც ქართველი მილიარდერი.

დავით იაკობაშვილი - Forbes Talks