მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით სერგეენკო: ვაქცინაციაზე მხოლოდ დარგის პროფესიონალებს მოუსმინეთ

60507946b58e7
ინგა მურუსიძე
16.03.21 13:35
569
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ბოლო 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კაცობრიობას ვირუსებთან ბრძოლისთვის ვაქცინაციაზე ეფექტიანი ტექნოლოგია არ შეუქმნია.

მან პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ვაქცინაციის დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ  პანდემიიდან და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვაქცინაციის პროცესი ძალიან დეტალური დაკვირვების და მონიტორინგის ქვეშაა.

„ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნება, მოვუსმინოთ მხოლოდ დარგის პროფესიონალებს. დღეს არ არსებობს სხვა ინდუსტრია, საკითხი, რომელიც ისეთი დეტალური კონტროლის ქვეშ არის, როგორც - ვაქცინაცია, მისი როგორც ეფექტიანობის, ისე გვერდითი მოვლენების კუთხით. ვაქცინაციაზე უსაფრთხო და ეფექტიანი საშუალება ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხის ირგვლივ იქნება, დარგის ექსპერტების მხრიდან გაზიარებული უნდა იყოს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, მსოფლიოში დღეს რამდენიმე ვაქცინა გამოიყენება და საქართველომ ხარისხის მაღალი თამასა დააწესა.

„ასტრაზენეკა“ არის ბრიტანულ-შვედური წარმოშობის ვაქცინა და დღეს მსოფლიოში აცრილი 20 მილიონამდე ადამიანიდან 11 მლნ მხოლოდ დიდ ბრიტანეთშია აცრილი“, - აღნიშნა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა.