მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა დავით სერგეენკოს დეპუტატის მანდატი შეუწყვიტა

პარლამენტი
16.11.23 13:44
117

საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს პარლამენტის წევრის დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება 78 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო.

როგორც საკითხზე მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, პარლამენტის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა საკუთარი განცხადების საფუძველზე მოითხოვა. კომიტეტმა კი პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად დაადგინა წარდგენილი განცხადების ნამდვილობა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა დავით სერგეენკოს პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა.

დავით სერგეენკოსთვის პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტმა ერთხელ უკვე იმსჯელა. საკითხს კენჭი უყარეს სექტემბერში, თუმცა მაშინ პარლამენტმა სერგეენკოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარი თქვა. მაშინ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ საკითხზე მსჯელობის მიზეზი სხდომების არასაპატიო გაცდენები იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები