მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტი დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს

სერგეენკო

პარლამენტი „ქართული ოცნების“ დეპუტატ დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს.

შესაბამისი საკითხი უკვე რეგისტრირებულია პარლამენტში და მასზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 16 ნოემბერს განიხილავს.

საქმე ის არის, რომ დავით სერგეენკოსთვის პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტმა ერთხელ უკვე იმსჯელა. საკითხს კენჭი უყარეს სექტემბერში, თუმცა მაშინ პარლამენტმა სერგეენკოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარი თქვა. მაშინ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ საკითხზე მსჯელობის მიზეზი სხდომების არასაპატიო გაცდენები იყო.

აქვე შეგახსენებთ, რომ დავით სერგეენკო იყო იმ დეპუტატთა შორის, რომლებმაც თავი შეიკავეს „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტის მხარდაჭერისგან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები