მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ზალკალიანი: თურქეთის მოქალაქეებისთის არავითარი შეზღუდვები არ არსებობს

5e57a55ea85f8
BM.GE
27.02.20 15:18
989
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, კორონავირუსის საფრთხის გამო, თურქეთის მოქალაქეებისთვის არავითარი შეზღუდვები არ არსებობს. 

"თურქეთის მოქალაქეებისთვის არანაირი შეზღუდვები არ არსებობს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულად მოქმედებს ეკონომიკაზე, მაგრამ ჩვენ პრიორიტეტების მიხედვით, უნდა დავალაგოთ და უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ამ ვირუსის გავრცელებისგან. არ არის საზღვარი რუსეთთან ჩაკეტილი. რა თქმა უნდა, გამკაცრებული არის უსაფრთხოების ზომები ქვეყნებში, რათა ყველა ნაბიჯი გადავდგათ რომ არ მოხდეს ვირუსის შემოღწევა. არანაირი შემზღუდავი ზომები და გაუქმებები არ არის,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.