მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ზალკალიანმა PCR ტესტი ჩაიტარა და პასუხი უარყოფითია - საგარეო უწყება

5f10557c5ccef
BM.GE
16.07.20 16:22
863
საგარეო საქმეთა სამინისტრო „ევროპული საქართველოს“ წევრს გიორგი კანდელაკს პასუხობს და აცხადებს, რომ უცხო ქვეყნიდან დაბრუნებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა PCR ტესტი ჩაიტარა და პასუხი უარყოფითია.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, დელეგაციის წევრებმა საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა.

2020 წლის 13-14 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბრიუსელში, სადაც შეხვედრები გაიმართა ნატო-სა და ევროკავშირში. 


ინფორმაციისთვის, ბრიუსელიდან დაბრუნებული საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს გამართულ მთავრობის სხდომას ესწრებოდა. მთავრობას დღეს „ევროპულმა საქართველომ“ მიმართა შეკითხვით, გადის თუ არა უცხოეთიდან დაბრუნებული ზალკალიანი 2-კვირიან სავალდებულო კარანტინს და თუ არ გადის, რატომ სარგებლობს ის სხვა მოქალაქეებთან შედარებით პრივილეგირებული მდგომარეობით.