19.ოქტომბერი .2020 19:45

„დავუტოვოთ საწოლი მას, ვისაც მკურნალობა სჭირდება“ - ლევან რატიანის მოწოდება

„დავუტოვოთ საწოლი მას, ვისაც მკურნალობა სჭირდება“ - ლევან რატიანის მოწოდება
views 515
უკან

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, პანიკა და შიში უნდა მოვხსნათ.

ამის შესახებ რატიანმა პრემიერსა და კლინიკურ ჯგუფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

„როდესაც ვაკეთებდი განცხადებებს, სულ ვიძახდი, რომ ინფექცია როცა გავრცელდება და გაიზრდება ინფიცირებულების რაოდენობა, მაგრამ საბედნიეროდ, ინფექციის გავრცელება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ვართ დაავადებული და ასევე ის, რომ ვართ ინფიცირებული, არ ნიშნავს იმას, რომ ყველას გვჭირდება ჰოსპიტალიზაცია.

ერთი სლოგანი უნდა შემოვიღოთ - „დავუტოვოთ საწოლი მას, ვისაც მკურნალობა სჭირდება“. დანარჩენებისთვის, ვინც ინფიცირებულია და თუნდაც მსუბუქი სიმპტომი აქვს, მათთვის სახელმწიფომ, ჯანდაცვის სამინისტრომ შინ მკურნალობის პროტოკოლი შექმნა, რის საფუძველზეც ყველა მათგანი მიიღებს იმ სამკურნალო საშუალებებით მოვლა-მზრუნველობას, რომელიც მოწოდებულია არა მარტო ჩვენვის, არამედ - წამყვანი ქვეყნებისთვის“, - განაცხადა ექიმმა ლევან რატიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა