მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა“რესპუბლიკურის თანამშრომლების დასაქმებისთვის მზად არის - ლევან რატიანი

ლევან რატიანი

„პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა“ რესპუბლიკური საავადმყოფოს უკვე ყოფილი თანამშრომლების დასაქმებისთვის მზად არის.

როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის "პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან რატიანმა BM.GE-სთან განაცხადა, მათ სამინისტროსთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია ჰქონდათ და ახალი კადრების მისაღებად მზაობა გამოთქვეს.

ზუსტი რაოდენობა, თუ რამდენი ახალი თანამშრომლის მიღება შეუძლია კლინიკას, ჯერჯერობით ვერ ასახელებენ, თუმცა რატიანი ამბობს, რომ კლინიკაში დარგის სპეციალისტებისა და მედპერსონალის საჭიროებაა, რომლის მიღებასაც შეძლებენ.

„ყველა მოთხოვნა, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა დაწესებული, ამისთვის მზად ვართ.

სამინისტროსთან კომუნიკაცია გვქონდა, თუმცა ამ ეტაპზე რამდენი კადრის მიღებას შევძლებთ, ვერ გეტყვით. „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკას“ დარგის სპეციალისტები და მედპერსონალი ესაჭიროება, რომლის მიღებასაც შევძლებთ,“- აცხადებს რატიანი.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც უწყების ცნობით თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს დაასაქმებენ.

ეს სამედიცინო დაწესებულებებია:

  • რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო;
  • ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო;
  • საჩხერის რესპუბლიკური საავადმყოფო;
  • პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა;
  • ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა;
  • გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა;
  • ჯეო ჰოსპიტალი ქსელი;
  • კავკასიის მედიცინის ცენტრი;
  • ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი;
  • თბილისის ცენტრალური საავადმყოფო;
  • იმედის კლინიკა;
  • დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი;
  • თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი.

bm.ge ცდილობს, ყველა სამედიცინო დაწესებულებასთან დაკავშირებას და პასუხის მიღებისთანავე, მკითხველს მეტ ინფორმაციას მივაწვდით. აქვთ თუ არა საჭიროება და რესურსი, ჩამონათვალში მოხვედრილ კლინიკებს, მიიღონ დამატებითი თანამშრომლები.

ჯანდაცვის სამინისტრომ, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, კომუნიკაციებთან დაკავშირებით, შეთავაზების პროცესი ოფიციალურად 24 იანვარს დაიწყო. თანამშრომლებს კი, შეთავაზების მიღებისთვის ბოლო ვადად 5 თებერვალი განესაზღვრათ.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალური პაკეტი, რომელიც დასაქმების შესაძლებლობას, თუ ღირსეულ კომპენსაციას გულისხმობს, კლინიკის პერსონალს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა 22 იანვარს გამართულ შეხვედრაზე გააცნეს.

შეგახსენებთ, საკითხი დღის წესრიგში მას შრემდეგ დადგა, რაც გასული კვირის დასაწყისში, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობა უნდა დაინგრეს და მის ადგილას, ახალი, მულტიპროფილური საავადმყოფო უნდა აშენდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები