მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დაწესდეს ბებიის დღე“ - საკანონმდებლო წინადადებაზე პარლამენტში იმსჯელებენ

631df7c07b156
ვიქტორია მღებრიშვილი
11.09.22 18:59
2087
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხვალ, ქვეყანაში ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებას განიხილავენ.

საქმე ის არის, რომ მიმდინარე წლის მაისში საქართველოს მოქალაქე მიხეილ სახვაძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ქვეყანაში „ბებიის დღის დაწესების“ ინიციატივით მიმართა. განცხადებაში ავტორი ქვეყანაში აღნიშნული დღის დაწესების 3 მიზეზს ასახელებს და ამბობს, რომ ბებიის დღეს 17 სექტემბერს ცნობილი ქართველი მსახიობი ქალის სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეზე უნდა დაწესდეს. ის აცხადებს, რომ სწორედ მსახიობმა შექმნა ქართულ ფილმებში ბებიის დაუვიწყარი სახეები. ამასთან ინიციატივის ავტორი მიიჩნევს, რომ „ბებია და ბარაქიანი შემოდგომა - რთველი, ჩურჩხელა, თათარა ქვეყანაში მჭიდროდაა დაკავშირებული“. მიხეილ სახვაძეს თავის განცხადებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბებიის დღის არსებობის შესახებ მცირე ისტორიული რაკურსები აქვს წარმოდგენილი.

ქვეყანაში „ბებიის დღის დაწესების“ ინიციატივის შესახებ 2023 წლის 23 მაისს პარლამენტის ბიურომ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს საკანონმდებლო წინადადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პარლამენტის ბიუროსთვის გაცნობა დაავალა.