მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დედაქალაქში დასაშვები სიჩქარე ძალიან მაღალია - "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი

62767e41afe11
მარიამ ადამია
07.05.22 18:02
7758
“სიჩქარის გადაჭარბება საქართველოში ადამიანების პირველი მკვლელია”- ამის შესახებ ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა, ირაკლი იზორიამ, გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ტრანსპორტის მიმართულება და საგზაო უსაფრთხოება ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება და ცენტრალურ დონეზე პოლიტიკა გამართული არაა.

“ვერ ხდება მართვა იმ მთელი რიგი საკითხებისა, რამაც საგზაო შემთხვევები უნდა შეამციროს. დედაქალაქში დასაშვები სიჩქარე არის ძალიან მაღალი. არცერთ ევროპულ ქვეყანაში არაა დასახლებულ პუნქტში 60 კმ/სთ-ით გადაადგილება დასაშვები. ავტოსაგზაო შემთხვევები, ტექნიკური გაუმართაობის მიზეზითაც ხდება, თუმცა დააახლოებით 15%-ია მისი წილი და შემთხვევების უმეტესობა ე.წ. ზოლიდან ზოლში გადასვლა/გადასწრების, სიჩქარის გადამეტების გამო ხდება,” - ამბობს ირაკლი იზორია.