მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დედაქალაქში, ივლისში ძველ ბინებზე მოთხოვნა 2019 წელთან შედარებით 16%-ით გაიზარდა - Recov.ge

611e4c033b7dd
თათია ჩაფიჩაძე
19.08.21 20:53
1140
თბილისში, 2021 წლის ივლისში საცხოვრებელი ბინების 3 139 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 4%-ით მეტია. რაც შეეხება ბაზრის ზომას, ის 6%-ით გაიზარდა და საცხოვრებელი ბინების ბაზრის მოცულობამ 147 მლნ დოლარი შეადგინა.

Colliers International-ის მიერ შექმნილ უძრავი ქონების ბაზრის ვებგვერდ Recov.ge-ზე განახლებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის ივლისთან შედარებით ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 21%-ით, ბაზრის ზომა კი - 36%-ით გაიზარდა.

მათივე მონაცემებით, გასულ თვეში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 1 978 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით ნაკლებია. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 2019 წლის ივლისთან შედარებით 16%-ით გაიზარდა.

2021 წლის ივლისში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით შემცირდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ღირებულებას, მაჩვენებელი 22%-ით, 48 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

აღსანიშნია, რომ ყველაზე მოთხოვნადი კვლავ ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტია, სადაც ზრდა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 4%-ია. მედიუმ სეგმენტში ტრანზაქციების რიცხვმა 2019 წლის ივლისთან შედარებით 21%-ით დაიკლო. პრემიუმ სეგმენტში კი უმნიშვნელო, 0.7%-იანი კლება განიცადა.