ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს რუსეთისთვის ორმხრივი, ანუ ინდივიდუალური სანქციების დაწესებას არავინ სთხოვს, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ საქართველო პირნათლად შეასრულებს საერთაშორისო სანქციებს, რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაეკისრა.
ელჩის განმარტებით, საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს, ხოლო თუკი სანქციების მოთხოვნებს დაარღვევს, ამისთვის შესაბამის პასუხსაც მიიღებს. ამასთან, კელი დეგნანი განმარტავს, რომ უშუალოდ ორმხრივი სანქციების დაწესება არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი.
კელი დეგნანი ასევე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საქართველომ 2008 წლის ომის შემდეგ ერთი მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო.
"მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ 2008 წელს საქართველომ აშშ-ის დახმარების სახით მიიღო ერთი მილიარდი დოლარი. მას შემდეგ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მხრიდან საქართველოსთვის გაწეულია მნიშვნელოვანი დახმარება, რათა გაძლიერდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, შედეგად საქართველოს თავდაცვის ძალები არის უფრო ძლიერი ვიდრე 2008 წელს. ეს არის აშშ-სთან და სხვა პარტნიორებთან მუშაობის შედეგი.
ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ვაჩვენოთ გაერთიანებული ფრონტი რუსული აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც ხოცავს უკრაინის ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს და ანადგურებს უკრაინის ქალაქებს. სანქციები მიღებულია, რათა მათ მოახდინონ გავლენა რუსეთის ქცევაზე.
მინდა, მკაფიოდ ვთქვა, არავინ სთხოვს საქართველოს, რომ მიიღოს ორმხრივი სანქციები, მაშინ თუკი მათ ეს არ სურთ. ორმხრივი სანქციების დაწესების ან არდაწესების საკითხი არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი, ხოლო რასაც მოველით ყველა ქვეყნისგან, რომელიც დგას ამ აგრესიის წინააღმდეგ, არის ის, რომ მათი პოლიტიკა თანხვედრაში იქნება საერთაშორისო სანქციებთან.
საქართველო ყოველთვის იყო საერთაშორისო სანქციების პირნათლად დამცველი და შემსრულებელი, იქნება ეს ირანთან ან სხვა ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც მოქმედებენ საერთაშორისო და მათ შორის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.
შესაბამისად, უნდა ვთქვათ, რომ საქართველო არის თანხვედრაში საერთაშორისო სანქციებთან. ასევე მინდა ვთქვა, რომ არის საპასუხო ნაბიჯები ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც არ ასრულებს საერთაშორისო სანქციებს. ჩვენ ყველამ ვიცით ეს. ამ საკითხის მთავარი არსია, ის რომ ყველანი ვაგზავნით გაერთიანებულ სიგნალს აგრესორის წინააღმდეგ და ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა არის საერთაშორისო სანქციების რეჟიმის დაკისრება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო