მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბერში თბილისში $230 მილიონის ღირებულების 4,700 ბინა გაიყიდა

61fbd126d4052
შოთა ტყეშელაშვილი
03.02.22 18:47
2283
თბილისში, 2021 წლის დეკემბერში 4,703 ბინა და საცხოვრებელი სახლი გაიყიდა. უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Colliers-ის ანგარიშის თანახმად, 2019 წელთან შედარებით გარიგებების რაოდენობა 59%-ით, ხოლო ბაზრის ზომა 66%-ით გაიზარდა და მან 230 მილიონი დოლარი შეადგინა.

4,703 ბინიდან, რომელიც დეკემბერში გაიყიდა, 3,500 ბინა ახალაშენებულ კორპუსებში მდებარეობს, ამ ბინების ჯამური ღირებულება 176 მილიონი დოლარია. მეორადი ბინების რაოდენობა 1,200, ჯამური ღირებულება კი $53 მილიონი იყო.

გაყიდული ბინების განაწილება სეგმენტების მიხედვით ასეთია:

ეკონომ კატეგორია - 2,711 ბინა;
საშუალო კატეგორია - 63 ბინა;
პრემიუმ კატეგორია - 151 ბინა.

“ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 81%-ით გაიზარდა. მედიუმ და პრემიუმ სეგმენტებში ტრანზაქციების რაოდენობა, შესაბამისად, 66% და 140%-ით გაიზარდა,”- ნათქვამია Colliers-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.
თბილისის შემდეგ მეორე ყველაზე აქტიური უძრავი ქონების ბაზარი ბათუმშია, სადაც დეკემბერში 49 მილიონი დოლარის ღირებულების 1,180 ბინა გაიყიდა. ტრანზაქციების რაოდენობა 2019 წლის დეკემბერთან შედარებით 18%-ით მეტია. რეალიზებული ბინების ჯამური ღირებულება 17%-ით არის გაზრდილი.