მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ბინები კიდევ გაძვირდა - რამდენი გაიყიდა წლის პირველ ნახევარში?

64b521c3d9e69
ვიქტორია მღებრიშვილი
18.07.23 09:00
1187
Colliers Georgia 2023 წლის პირველი ნახევრის ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებულ მიმოხილვას აქვეყნებს.

Recov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში, ბათუმში სულ 8,160 ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 9%-ით მეტია. ამ პერიოდისთვის ბაზრის ზომა 18%-ით გაიზარდა და 361 მილიონი დოლარი შეადგინა.

ბინების სეგმენტის მიხედვით, ბათუმში 2023 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული პრემიუმ სეგმენტის ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, მნიშვნელოვნად - 81%-ით, მედიუმ ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 2%-ით გაიზარდა, ეკონომ სეგმენტში კი 3%-იანი კლება ფიქსირდება. ამასთან, ახალაშენებული ბინების გაყიდვები წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში 11%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 3%-იანი კლება დაფიქსირდა.

რაც შეეხება ფასს, Colliers Georgia-ს მონაცემებით, ბათუმში ამ პერიოდისთვის ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 920 დოლარი შეადგინა, ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 13%-ით, 735 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ხოლო, რაც შეეხება ზღვისპირა ქალაქში საცხოვრებელი ბინების ბაზრის ივნისის მაჩვენებელს, განახლებული მონაცემებით, ზაფხულის პირველ თვეს ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 16%-ით, 1,295 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 10%-ით 59 მილიონი დოლარამდე შემცირდა.

ივნისში, 31%-ით გაიზარდა ახალაშენებული პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა. მედიუმ და ეკონომ სეგმენტებში კი გაყიდვების მაჩვენებლის 21% და 22%-იანი კლება დაფიქსირდა.

ამავე პერიოდში, ბათუმში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 39%-იანი კლება დაფიქსირდა.

ბათუმში მხოლოდ ივნისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 983 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 23%-ით, 827 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები