მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში მოთხოვნა პრემიუმ და მედიუმ სეგმენტის ბინებზე გაიზარდა - რა ღირს ბინები საშუალოდ?

63d3cb2be7d7b
ვიქტორია მღებრიშვილი
28.01.23 00:04
2468
Colliers Georgia-ს მიერ საცხოვრებელი ბინების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, 2022 წლის დეკემბერში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები 2021 წლის დეკემბერთან შედარებით 38%-ით გაიზარდა. ჯამში გასული თვის განმავლობაში 1 734 ბინა გაიყიდა.

recov.ge-ს მონაცემებით, საცხოვრებლები ბინების ბაზრის ზომა 116%-ით გაიზარდა და 107 მილიონი დოლარი შეადგინა.

ბათუმში 2022 წლის დეკემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 38%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 35%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

„2022 წლის დეკემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 23%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 912 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 9%-ით, 659 დოლარამდე გაიზარდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

მათივე ცნობით, ბათუმში 2022 წლის დეკემბერში ახალაშენებულ მედიუმ და პრემიუმ სეგმენტის ბინების გაყიდვები მნიშვნელოვნად, 53%-ით და 185%-ით გაიზარდა, ეკონომ სეგმენტში კი მაჩვენებლის მხოლოდ 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რამაც 758 ერთეული შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები