მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმში ახალაშენებულ ბინებში 1 მ²-ის საშუალო ფასი $1 170-მდე, ძველში კი $1 149-მდე გაიზარდა - Colliers Georgia

ბინები

ბათუმში 2025 წლის მარტში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 4%-ით გაიზარდა და მ²-ზე 1,170 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 22.5%-ით, მ²-ზე 1,149 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

Colliers Georgia-ს განახლებული მონაცემებით, მარტში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მარტთან შედარებით 5.7%-ით გაიზარდა და 1,233 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 4.9%-ით 64 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ბათუმში 2025 წლის მარტში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 46.5%-იანი კლება დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები