მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დენის, გაზის და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა და ზრდა არც განიხილება - სემეკი

61d6a8b377cae
თამთა ჯიჯავაძე
06.01.22 12:40
1515
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) აცხადებს, რომ არ გაზრდილა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები.

უწყების ცნობით, 2022 წლის პირველი იანვრიდან ტარიფები არ შეცვლილა და ძალაშია კომისიის მიერ წინა პერიოდში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები. ტარიფების ზრდა არ განიხილება.

„პოლიტიკური პარტიები და სხვადასხვა პოლიტიკური პირები კიდევ ერთხელ ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო, მოსახლეობას აწვდიან ცრუ ინფორმაციას.

სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და პირების მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ კომისიაში. სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით დაეყრდნონ მხოლოდ სემეკის ინფორმაციას, რადგანაც წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ოპოზიციური პოლიტიკური ინტერესების მქონე პირების მიერ ხშირად აქვს ადგილი მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას“, - აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ელექტროენერგიაზე ტარიფი 2021 წლის 1 იანვრიდან გაიზარდა, თუმცა მთავრობამ საყოფაცხოვრებო და კომერციული აბონენტების ნაწილის ტარიფი ერთი წლით დაასუბსიდირა და მომატებული ხარჯი ბიუჯეტიდან დაფარა. აღნიშნული სუბსიდირების პროგრამა 2021 წლის ბოლოს დასრულდა, შესაბამისად, მოსახლეობას და კერძო სექტორს, 2022 წლის იანვრიდან ამოქმედებული ტარიფის გადახდა უწევს.