მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპოზიტების ლარიზაციამ დეკემბრისთვის 36.2% შეადგინა

5e0358a5ed47e
BM.GE
25.12.19 16:34
742
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი დეკემბრისათვის 26.28 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 37.53 მლნ ლარით, ანუ 0.14%-ით ნაკლებია პირველი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.18%-ით ნაკლები). ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.  

ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 101.98 მლნ ლარით, ანუ 0.92%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.83%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 139.52 მლნ ლარით, ანუ 0.92%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.92%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 36.20 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.08 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.07 პროცენტული პუნქტით).

ნოემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.67% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.30%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.84%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.38%, ხოლო ევროს წილმა 14.03% შეადგინა.