მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დეველოპერულ ბაზარზე კრიზისი გაღრმავდება და პიკს მე-9 თვეში მიაღწევს”

6039d726eb31a
ანა ჯოხაძე
28.02.21 10:10
2920
“კრიზისი დეველოპერულ ბაზარზე გაღრმავდება და პიკს მე-9 თვეში მიაღწევს”- ამის შესახებ BM.GE-ის საკონსულტაციო კომპანია "პროსპექტის" პარტნიორმა ლევან ელიზბარაშვილმა განუცხადა. როგორც ელიზაბარაშვილი ამბობს, გადაჭრით იმის თქმა, რომ კომპანიებმა აქტივობები შეაჩერეს არასწორია.

მისი თქმით, ბაზარზე დეველოპერების მხრიდან მიწოდება მზარდია, თუმცა იმის გამო, რომ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსის დაცვა ვერ ხერხდება, კრიზისი მომდევნო თვეებში კიდევ უფრო გაღრმავდება.

“წმინდა მარკეტინგული ვარაუდით თუ ვიმსჯელებთ, იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების გაგრძელებას ისეთივე ეფექტი როგორიც ჰქონდა, არ ექნებოდა. ეფექტი ექნებოდა, თუმცა არა ისეთი, როგორიც გასულ წელს. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, ის, რომ თებერვლისა და იანვრის თვე ზოგადად, პანდემიაც რომ არ ყოფილიყო, რთული თვეებია.

თუ გადავხედავთ, ბოლო სტატისტიკურ ინფორმაციას, ბაზარზე დეველოპერების მხრიდან მიწოდება მატულობს. როცა ეკონომიკურ შემცირებაზე, მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე ვსაუბრობთ, აქ იმაზეც უნდა ვისაუბროთ, რომ მოთხოვნა–მიწოდებაში ბალანსი მკვეთრად ირღვევა. სავარაუდოდ, ეს კრიზისი დეველოპერულ ბაზარზე გაღრმავდება და თავის პიკს მიაღწევს ალბათ უფრო მე-9 თვეში”-აცხადებს საკონსულტაციო კომპანია "პროსპექტის" პარტნიორი ლევან ელიზბარაშვილი.