მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავი ქონების ბაზრის დასახმარებლად მასტიმულირებელი ღონისძიებები გაგრძელდება - დავითაშვილი

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, აღნიშნავს, რომ დეველოპერული და სამშენებლო სექტორი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და მათი განვითარება ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას იძლევა - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა უძრავი ქონების კვირეულთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სექტორის განვითარება, ის პირდაპირაა დაკავშირებული ეკონომიკურ ზრდასთან, საკმაოდ ინკლუზიურია და მასში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ ბევრი ჯგუფია ჩართული. დეველოპერულ და სამშენებლო სექტორს ასევე დიდი როლი აქვს ქვეყნის სივრცითი განვითარების კუთხით. ხარისხიანი სამშენებლო სექტორი საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი დამატებითი ღირებულება შეიქმნას დეველოპერების მიერ, მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ქვეყანაში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

დავითაშვილმა სექტორის განვითარებაში ეკონომიკის სამინისტროს როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკოდების დანერგვაზე - მიმდინარე და მომავალ წელს უნდა დასრულდეს ევროკოდების ადაპტაცია საქართველოში და გარდამავალი პერიოდის შემდეგ ქვეყანა სრულად უნდა იყოს თანხვედრაში ევროპის მოთხოვნებთან უფრო ხარისხიანი, მდგრადი და გამძლე შენობა-ნაგებობების მხრივ. ამასთან, მშენებლობის სექტორში გავრცელებული სამშენებლო მასალების, მშენებლობის პრაქტიკის და ევროკოდების დანერგვისთვის მიმდინარეობს ასევე ევრონორმების იმპლემენტაციის პროცესის კოორდინაცია. დავითაშვილის თქმით, უძრავი ქონების ხელშემწყობი ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება.

„მასტიმულირებელი ღონისძიებები, რომლებიც ზოგადად უძრავი ქონების ბაზარს დაეხმარება, კიდევ გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს გარკვეული მონახაზები, რომლებიც გვინდა, მიმდინარე წელს გამოვიყენოთ, რომლებიც, ერთი მხრივ, პირდაპირ კავშირშია სექტორის განვითარებასთან, მეორე მხრივ კი, ეკონომიკურ ზრდასთან“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები