2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტი საჯაროა - მთავრობა მომდევნო წელს 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო წელს ხარჯების ზრდა ძირითადად 2020 წელს აღებული საგარეო ვალით ფინანსდება. პროექტიდან ირკვევა, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ხაზინაში არსებული ბიუჯეტის ნაშთი 2.5 მილიარდ ლარს მიაღწევს, ეს ნაშთი კი, დასახარჯად 2021 წელს გადავა. ბიუჯეტის ამ მოცულობის ნაშთის შექმნა წელს მთავრობის მიერ 6.2-მილიარდიანი ახალი საგარეო ვალის აღებით არის განპირობებული. მთავარი ფინანსური დოკუმენტის არსებული ვარიანტის თანახმად, 2021 წელს მთავრობა 2.2 მილიარდი ლარის ახალ საგარეო ვალს აიღებს და 2.6 მილიარდი ლარის ვალს მოემსახურება.
მთავრობა 2021 წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დღეიდან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს.
კომიტეტები, ფრაქციები, საპარლამენტო უმრავლესობა და ბოლოს წამყვანი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი - ამ თანმიმდევრობით წარუდგენს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ქვეყნის მთავარ დოკუმენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე.
ბიუროს გადაწყვეტილებით, განხილვები 16 ოქტომბერს უნდა დასრულდეს, ხოლო შემდეგ შემდეგ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნება.
არჩილ თალაკვაძის თავმჯდომარეობით, პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მხოლოდ ერთ მოსმენას ასწრებს. მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ახალი მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი