მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან მთის კურორტებზე საბაგიროები ჩაირთვება - რა ეღირება მგზავრობა?

604546fc2dcdb
BM.GE
08.03.21 08:50
1751
დღეიდან საქართველოს მთის კურორტებზე საბაგიროები ჩაირთვება.  როგორც bm.ge-ს მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს, გუდაურის საბაგიროებზე ერთი ასვლა 10 ლარი ეღირება. სამი ასვლის ფასი კი 25 ლარი იქნება.

რაც შეეხება ერთდღიან აბონემენტებს, მისი ფასი უფროსის შემთხვევაში 40 ლარი, ხოლო ბავშვის შემთხვევაში - 25 ლარი იქნება.

გუდაური/ბაკურიანი/გოდერძი/მესტიის საბაგიროებზე სეზონზე 10-დღიანი მულტიქარდის ფასი 270 ლარი იქნება უფროსის შემთხვევაში, ბავშვის შემთხვევაში კი 135 ლარი, სეზონური მულტიქარდი (სეზონები - ზამთარი 2021, ზაფხული 2021, ზამთარი 2021-2022) 700 ლარი ეღირება უფროსის შემთხვევაში, ბავშვის შემთხვევაში კი 350 ლარი, სტუდენტური სეზონური მულტიქარდიც 350 ლარი ეღირება.