15.ივნისი .2020 09:40

დღეიდან შიდა ტურიზმი იხსნება

views 349
უკან

ტურიზმის ამოქმედების მეორე ეტაპზე, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. დღეიდან ადგილობრივი ტურისტი უკვე შეძლებს, ესტუმროს საქართველოში მდებარე სასტუმროებს, რომლებიც აღჭურვილი და გადაწყობილი იქნებიან უსაფრთხოების წესების შესაბამისად. დღეიდან აღდგება შიდა რეგულარული ფრენებიც.

მოგზაურებს კორონავირუსის პრევენციისთვის დადგენილი წესებით ხელმძღვანელობა მოუწევთ. სავალდებულოდ შესასრულებელ მოთხოვნათა ჩამონათვალშია დახურულ სივრცეში (მაგალითად მღვიმეები) პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა. ტურისტებს პირბადით გადაადგილება და სოციალური დისტანციის დაცვა მოუწევთ ასევე სასტუმროების შიდა სივრცეებშიც. 

"ჩვენ განსხვავებული მიდგომები შემოგვდის უშუალოდ ღია და დახურულ სივრცის რესტორნებში, რომელიც შეიძლება იყოს ცალკე მდგარი თუ უშუალოდ სასტუმრო ობიექტში, რაც გულისხმობს, მაგიდებს შორის 2 მეტრიან დისტანცირებას, ერთ მაგიდასთან არაუმეტეს 6 ადამიანის განთავსებას"-განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ტურისტული კომპანიის, ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორისთვის ასე გამოიყურება:

ტურზე წასვლამდე უნდა განხორციელდეს გიდის, მძღოლისა და ტურისტთა თერმოსქრინინგი. 

ტურისტული ჯგუფი (მათ შორის გიდი და მძღოლი) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. დახურულ სივრცეში ნიღაბი წარმოადგენს აუცილებლობას, ხოლო ხელთათმანი, პირბადე და დამცავი ფარი/სათვალე, გამოიყენოს საჭიროების შესაბამისად;

სატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხით;

მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი;

ტურისტების ყოველი გადაყვანის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია/სანიტარული დამუშავება;

რეგულარულად უნდა განიავდეს სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით;

ტურის მსვლელობისას მძღოლს თან ჰქონდეს ორგანიზატორის მიერ მიწოდებული ინდივიდუალური ტემპერატურის საზომი, თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად და მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის;

ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორი და თვითდასაქმებული გიდი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე რეკომენდაციებით განსაზღვრული მოთხოვნები.

ტურიზმის გახსნის მესამე ეტაპზე, 1-ელ ივლისს უკვე დაგეგმილია საქართველო გაიხსნას საერთაშორისო მოგზაურებისთვისაც. როგორც გასულ კვირას ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ამ მომენტს დაემთხვევა „უსაფრთხო დერეფნების“ შესაბამისად სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნაც.  

სამთავრობო გუნდი ბოლო პერიოდში აქტიურად მოუწოდებს მოქალაქეებს საქართველოში იმოგზაურონ. 

„პირველი, რაც უნდა გავაკეთოთო, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ და ფული გადაიხადონ საქართველოში ტურიზმში. ნათესავთან ჩავედი, ბებიასთან, ესეც შიდა ტურიზმია და აქაც უნდა ვიცოდეთ, რომ ამასაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს, ამაზე სწრაფად უნდა ავკრიფოთ, სწრაფად ვისწავლოთ, სტანდარტები დავაკმაყოფილოთ და შემდეგ უკვე მზად უნდა ვიყოთ, რომ უცხოეთიდან სტუმრები მივიღოთ"- საქართველოს პრემიერი, გიორგი გახარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა