2026 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 მილიონ 365 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 მილიონ 699 ათასი ერთეული შეადგინა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 0.1%-ით შემცირდა, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, წელს II კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 683.4 ათასით განისაზღვრა, რაც 1.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 36.1%, 51-70 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 56%-ს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 38.2% ქ. თბილისის მცხოვრებია, 16.3% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

ამ პერიოდში ვიზიტების უმრავლესობა (52.6%) მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა.




























