მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

II კვარტალში საქართველოდან ტურისტულად ყველაზე მეტს თურქეთსა და სომხეთში მოგზაურობდნენ - საქსტატი

თურქეთი

2026 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 741 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული გამყვანი ტურიზმის II კვარტალის მონაცემებით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 44%, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ 388.7 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 0.8%-ით მეტია.

ვიზიტების უმრავლესობა (47.4%) განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 46.3% შეადგინა.

II კვარტალში საზღვარგარეთ ძირითადად - 34.9% მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით მოგზაურობდნენ.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 201.1 ათასი და 112.9 ათასი ვიზიტი.

2026 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.36 შეადგინა, რაც 2025 წლის II კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.40 ღამე) 0.6 პროცენტით ნაკლებია. ვიზიტების 98.3% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები