მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში საქართველოში პროდუქციის წარმოება წლიურად გაძვირდა - რამ იქონია გავლენა

პროდუქცია

ოქტომბერში საქართველოში პროდუქციის წარმოება წლიურად გაძვირდა, წინა თვესთან შედარებით კი მცირედით გაიაფდა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის ოქტომბრის მონაცემებით, ინდექსი წინა თვესთან შედარებით, 0.04%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ანუ წლის ჭრილში 3.5%-ით გაიზარდა.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ
შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 1.9%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.14 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში
    აღსანიშნავია ფასების მატება ნედლ ნავთობზე და ბუნებრივ აირზე (82.7%);
  • დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 3.7%-ით, რამაც
    მთლიანი ინდექსის ზრდაზე 2.91 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა
    კვების პროდუქტებზე (3.7%), კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე (51.5%);
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 2.4%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.25 პროცენტული პუნქტით იქონია
    გავლენა;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით:
    ფასები გაიზარდა 5.9%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.18 პროცენტული პუნქტით იქონია
    გავლენა.

რაც შეეხება წინა თვესთან შედარებით პროდუქციის მწარმომებელთა ფასების ინდექსის შემცირებას, 2026 წლის სექტემბერთან შედარებით, ფასები 2.3%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.17 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.2%), რამაც 0.13 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. გარდა ამისა, ფასების 0.1%-იანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.01 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები