2026 წლის მე-2 კვარტალში საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჯამში 116 ათასი ვიზიტი შედგა. კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის მეორე კვარტალში 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 38,6 ათასი იყო.
2025 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ვიზიტების რაოდენობა 9%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება გამყვანი ტურიზმის სხვა მონაცემებს, 2026 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 741 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ 389 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე თითქმის 1%-ით მეტია. II კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ ძირითადად - 35% მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით მოგზაურობდნენ.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 201 ათასი და 113 ათასი ვიზიტი.




























