2026 წლის III კვარტალში საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირში 107 ათასი ვიზიტი შედგა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 5%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, მიმდინარე წლის III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა საზღვარგარეთ ვიზიტებზე ჯამში 835 მლნ ლარი დახარჯეს, რაც წლიურად 19%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის III კვარტალთან შედარებით 15.8%-ით გაიზარდა და 1 351 ლარი შეადგინა.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 204.6 ათასი და 112 ათასი ვიზიტი. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ დანახარჯების შესახებ სტატისტიკა ასევე მოიცავს თურქეთის საზღვრის საყიდლების მიზნით კვეთასაც.
























