მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფეროშენადნობთა ექსპორტი 51%-ით გაიზარდა - სად ვყიდით მას

ფეროშენადნობები ჯორჯიან მანგანეზი

2026 წლის 10 თვეში ფეროშენადნობთა ექსპორტი 50.7%-ით გაიზარდა და 263.3 მლნ დოლარს მიაღწია.

მთლიან ექსპორტში 3.8%-იანი წილით ფეროშენადნობები საქართველოს მეოთხე უმსხვილეს სასაქონლო პოზიციაზეა.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ექსპორტმა 219 921 ტონა შეადგინა, რაც 37%-იან წლიურ ზრდას წარმოადგენს. ამასთან, 1 ტონა ფეროშენადნობის საშუალო საექსპორტო ფასი დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი.

მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია: მასზე მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 18.3% მოდის.

მთლიანობაში კი 2026 წელს ფეროშენადნობთა 10 უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ასე გამოიყურება:

  • თურქეთი - 48.1 მლნ აშშ დოლარი (40,833.1 ტონა)
  • აშშ - 39 მლნ აშშ დოლარი (32,786.2 ტონა)
  • ირანი -31.1 მლნ აშშ დოლარი (22,522 ტონა)
  • ნიდერლანდები - 21.2 მლნ აშშ დოლარი (18,467 ტონა)
  • ალჟირი - 18.3 მლნ აშშ დოლარი (15,000 ტონა)
  • იტალია - 16.2 მლნ აშშ დოლარი (14,058.1 ტონა)
  • კანადა - 12.4 მლნ აშშ დოლარი (11,000 ტონა)
  • ესპანეთი - 12.2 მლნ აშშ დოლარი (10,854 ტონა)
  • ეგვიპტე - 12 მლნ აშშ დოლარი (9,456.2 ტონა)
  • საბერძნეთი - 10.9 მლნ აშშ დოლარი (8,900 ტონა)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები