მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან, „თბილისი ენერჯის“ კომერციული აბონენტებისთვის ბუნებრივი აირი ძვირდება

5ff0cf2a93c20
თელარა გელანტია
03.01.21 00:03
10251
დღეიდან, „თბილისი ენერჯის“ კომერციული აბონენტებისთვის, გარდა პურის საწარმოებისა, ბუნებრივი აირის ღირებულება ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრით გაძვირდება და 1.10 ლარს მიაღწევს.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ კომპანიამ, კანონის თანახმად, მომხმარებლები დეკემბრის დასაწყისში გააფრთხილა.

"თბილისი ენერჯი" კომერციული ტარიფის გაძვირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებს. კომპანიის მტკიცებით, იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და თბილისის მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგება, აუცილებელია, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირება.

“თბილისი ენერჯის” მიერ ბუნებრივი აირის გაძვირების დაანონსებას, რასაც კომპანიას კანონი ავალდებულებს, კერძო სექტორის შეშფოთება და პროტესტი მოჰყვა. დეკემბრის განმავლობაში აღნიშნულ თემაზე რამდენიმე განსხვავებული შინაარსის განცხადება გააკეთა ეკონომიკის მინისტრმაც. ნათია თურნავამ რამდენიმე დღის ინტერვალით ჯერ თქვა, რომ „თბილისი ენერჯი“ კომერციული ობიექტებისთვის გაზის ტარიფს აღარ გაზრდიდა - ეს კომპანიასთან კომუნიკაციის შედეგი იყო, რაც თავად კომპანიამ არ დაადასტურა და უბრალოდ თქვეს, რომ "მიმდინარეობდა მოლაპარაკებები"; მალევე, მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა „თბილისი ენერჯის“ ვერ მიუთითებდა, რა გააკეთოს. „მე შემექმნა შთაბეჭდილება და მომეცა იმედი, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას არ განახორციელებენ, მაგრამ დადგება იანვარი და ვნახავთ, რა შედეგი იქნება", - ეს კი ბუნებრივის აირის კომერციული ტარიფის გაძვირების თემაზე ნათია თურნავას ბოლო კომენტარია. ჯამში, დღეიდან ტარიფი გაიზარდა, მაგრამ მოლაპარაკებები კიდევ მიმდინარეობს.