მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს მატარებლების ყველა რეისი გაუქმებულია - "საქართველოს რკინიგზა"

64a074f8be684
BM.GE
01.07.23 22:44
1036
საქართველოს რკინიგზა სადგურ მარელისთან ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ძვირფასო მგზავრებო! სადგურ მარელისთან ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით ჯერჯერობით წინასწარი გეოლოგიური დასკვნები არ გაკეთებულა. შესაბამისად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის დღეს მატარებლების ყველა რეისი გაუქმებულია - მგზავრობის გადახდილი საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.

ხვალ, დილის 8 საათამდე ყველა რეისი გაუქმებულია, სხვა რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით", - ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.

"უხვმა ნალექმა სადგურ მარელისში მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია" - საქართველოს რკინიგზის განცხადება