მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შესახებ WB-ის ანგარიშის პრეზენტაცია იმართება

6294a37f7cc29
თელარა გელანტია
31.05.22 09:00
641
"სოფლის მეურნეობის, მიწის და წყლის მართვის პოლიტიკა საქართველოში მდგრადი აგროსასურსათო სისტემების მასშტაბის გაზრდის მიზნით“, - ასე ჰქვია მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომლის პრეზენტაცია დღეს იმართება.
ღონისძიება სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ 10:30 საათზე დაიწყება.

როგორც bm.ge-ს მსოფლიო ბანკიდან აცნობეს, ანგარიშში შეჯამებულია საქართველოს წინაშე არსებული ძირითადი დაბრკოლებები და შესაძლებლობები და ასევე ქვეყნის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია სოფლის მეურნეობის წვლილის ამაღლებისკენ როგორც ეკონომიკურ ზრდაში, ასევე დივერსიფიკაციაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, სიღარიბის შემცირებაში, სასურსათო უსაფრთხოებაში, კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობასა და მისი ზემოქმედების შერბილებაში.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო და კერძო სექტორის, დონორი და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები, რათა განიხილონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის ეფექტიანობის ასამაღლებლად საჭირო რეფორმები, ასევე აგრო-სურსათის სისტემებთან დაკავშირებული დაბრკოლებები და მათი გადალახვისათვის აუცილებელი რეკომენდაციები.

ღონისძიებას გახსნიან:

• სებასტიან მოლინეუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში
• გიორგი ხანიშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
• ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
• ოლეგ თორთლაძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
• უინსტონ იუ, სექტორის ხელმძღვანელი, მსოფლიო ბანკი.