მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს თბილისის 6 უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

60d0331c4f30d
ვიქტორია მღებრიშვილი
22.06.21 09:00
2719
22 ივნისს სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის 6 უბნის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება - ინფორმაციას ამის შესახებ თელასი ავრცელებს.

ენერგოკომპანია რაიონებისა და ქუჩების მიხედვით ელექტროენერგიის შეზღუდვის გრაფიკს ავრცელებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00-დან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, „ა“ მიკრორაიონების, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, წყალსადენის და ჭედიას ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, ა მიკრორაიონების, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, წყალსადენის და ჭედიას ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00-დან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორის მოედნის, კალისტრატე ცინცაძის, ლეონიძის, ავლევის, ყავლაშვილის, ვერცხლის, ოქრომჭედლების, დიუმას, ნიშნიანიძის, იეთიმ გურჯის, ჩახრუხაძის, ჩიკვაიძის, შავთელის, ნაკაშიძის და ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოლმეურნეობის მოედნის, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, ვეკუას, ჭანტურიას, ხაზინის, ფხოვის, ბარათაშვილის, ათონელის, სულხანიშვილის, გოგჩას, ფურცელაძის, სანაპიროს, მტკვრის, ორბელიანის, ტელეგრაფის, ხიდისთავის, თაბუკაშვილის და ჯორჯიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, სადგური „ლილოს“, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქის დასახლების, საქნავთის დასახლების, ლოჭინის, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის და გოკიელის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), მახათის მთის, ხუდადოვის და გედევანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის და ბეთანიის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაბაშვილის, მარუხის გმირების და ტიციან ტაბიძის ქუჩებს მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, რობაქიძის გამზირის და დიღმის მასივის V კვარტლის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება - ნათქვამია თელასის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.