"თელასის" ცნობით, თბილისში სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 13 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
შეზღუდვა შეეხება:
ვაკის რაიონში
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ნინო რამიშვილის, ქობულეთის, შროშის, ფალიაშვილის და ატენის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, სოფელი დიღმის, ოთარ ჭილაძის, მეფე მირიანის, როსტევანის, ვეფხისტყაოსნის, ოთხი ათასი მესხის და მელიქ სურხავის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწეავლო მეურნეობის და სამხედრო გზატკეცილის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ქოშიგორის მოსახლეობას.
სამგორის რაიონში
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, IV მიკრორაიონების, ალექსეევკის დასახლების, ახვლედიანის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონში
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, კიევის, ივანე ჯავახიშვილის, ტერენტი გრანელის, საბჭოს, ტურგენევის და ჩიქობავას ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონში
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კრწანისის რაიონში
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, „ორთაჭალის ტურფის“ მიმდებარე ტერიტორიის, ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ჩოლოყაშვილის მოედნის, კრწანისის I ჩიხის, დიდი ხეივნის II ქუჩის, გორგასალის, აჰმედ ჯავადის, არტურ ლაისტის, უსახელოურის, გიორგი გურამიშვილის, მარჯორი უორდროპის, ირაკლი ჟორდანიას, მიკოლა ბაჟანის, გიორგი ნიკოლაძის, გრიგოლ აფშინაშვილის, ხეივნის, ახალი რეხის, დიდი ხეივნის, ორთაჭალის, გულუას, დიმიტრი გულიას, მეგობრობის, ვლადიმერ წითლანაძის, ახალი ხეივნის და მიხეილ აბრამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.