2025 წლის პირველ კვარტალში „თელასმა“ 1,006 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია გაანაწილა, აქ წლიური ზრდა 3.2%-ია. კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ეკონომიკურ აქტივობასა და აბონენტთა რაოდენობამ განაპირობა.
„თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2025 წლის მარტის მონაცემებით წლიურად 4.2%-ით გაიზარდა და ჯამში 788 ათასი შეადგინა. აქედან 705.5 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 82.4 ათასი – იურიდიული პირი. 2025 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 7 214 კმ შეადგინა, რაც 4,4%-ით მეტია შარშანდელ მაჩვენებელზე.




























